საქართველოში ბელარუსი აქტივისტი, დმიტრი გრინკევიჩი არ შემოუშვეს
საქართველოში ბელარუსი აქტივისტი არ შემოუშვეს. მესაზღვრეებმა დმიტრი გრინკევიჩი ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს.
არსებული ინფორმაცით, გრინკევიჩი აჭარაში ბელარუსული დიასპორის წევრია. ერთი წლის წინ, ბათუმში პოლიციის განყოფილების მახლობლად გამართულ პიკეტზე, მან და ბელორუსელმა ოპოზიციურმა ჟურნალისტმა ანდრეი მელეშკომ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში 2024 წლის სექტემბერში არ შეუშვა, სამართალდამცველთან ინტერვიუ ჩაწერეს.
აღსანიშნავია ერთი დეტალიც. გამოცემები წერენ, რომ ქართულ მხარეს ბელარუსის მოქალაქეების, ფაქტრობივად, ყველა განაცხადი უარყოფილი აქვს, რომელიც მათთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას და თავშესაფრის მოთხოვნასს ითვალისწინებს.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ბელორუსელებმა საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით 81 განაცხადი შეიტანეს, წერს Current Time.