დღეს თუ სოციალურ პრობლემებზე, ძალადობაზე გავჩუმდები, როგორ ქვეყანას ვუტოვებ მომავალ თაობას? - ეკა დემეტრაძე

ევროპის დღისადმი მიძღვნილ მარშს დღეს რიგითი მოქალაქეების გარდა, ხელოვანებიც შეუეღთდებიან. მსახიობი ეკა დემეტრაძე პირდაპირ ამბობს, რომ დღეს საქართველო დიატქტურისკენ ძალიან სწრაფი ტემპით მიექანება, ამიტომ გაჩუმება დაუშვებელია.
ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელიც ძალიან ჩქარი ტემპით მიემართება დიქტატურისკენ, სადაც აღარც სასამართლო არსებობს, აღარც პოლიცია არსებობს. არ ვიცი. მე მშობელი ვარ, თინეიჯერი შვილი მყავს. მარტო მაგაზე მეფიქრება. ყველა სხვას, ჩემს მოგებრებს, იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს, ვისაც ყოველდღიურად აქციებზე ვხედავ, იმ ადამიანებს, ვინც უსამართლოდ დღეს საპყრობილეში არიან, ამაზე მეფიქრება სულ, რომ დღეს თუ მე ამ უსამართლობაზე გავჩუმდები, დღეს მე თუ სერვისების, რაღაც სოციალური პრობლემების არქონაზე გავჩუმდები, ძალადობაზე გავჩუმდები, ანუ რანაირ ქვეყანას ვუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობას?, - ამბობს ეკა დემეტრაძე.
ევროპის დღეს თბილისში ევროპული მარში გაიმართება. დღეს 17:00 საათიდან საქართველოს მოქალაქეები ქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან. "ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ეს არის გზავნილი, რომლის გარშემოც ყველაზე გრძელი და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აპირებენ გაერთიანებას.
მოქალაქეები ქუჩაში სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად, ქუჩებში არჩევნების მოთხოვნით და საქართველოს ევროპული კურსის გადასარჩენად იდგებიან.