ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

09.05.25 14:04
ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო ჭიჭინაძე- ქართველი მსახიობი, რომელიც დღეს უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

აკადემიის თავმჯდომარემ, მაიკ დაოუნიმ ოფიციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ “ანდროსთვის კინოაკადემიის წევრობის მინიჭება განსაკუთრებული ჟესტია და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.“ 

დოუნიმ ასევე მოუწოდა ყველა საერთაშორისო კინო ორგანიზაციას, გამოხატონ სოლიდარობა ანდროს მიმართ.

ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს კინოინსტიტუტმა, რომელიც მუდმივად იცავს ხელოვანთა თავისუფლებასა და ხელოვნების თავისუფალ სივრცეს.

ეს აღიარება და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ხელოვანი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში დევნიან, საქართველოს დამოუკიდებელი ხელოვანებისა და ყველა სინდისის პატიმრის ხმას წარმოადგენს და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სრულიად ანდროს და სხვა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გვერდითაა!" - წერს საქართველოს კინოინსტიტუტი.