“სტუდენტები დაამთავრებენ რუსულ ხელისუფლებას საქართველოში“- დიდ პროტესტამდე რამდენიმე საათი რჩება

ორი საათი დაანონსებულ შეკრებამდე-თბილისში ევროპული მარშის დასაწყებად ემზადებიან.
დღეს პროტესტის ავანგარდში ყველა ის მოქალაქე იქნება, ვინც უკვე თვეებია, უწვეტად აპროტესტებს ივანიშვილის პარტიის დიქტატორულ მმართველობას.
სტუდენტები, საჯარო მოხელეეები, ხელოვანები, პოლიტიკოსები ზუსტად ხუთი საათიდან, ქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდებიან და მსვლელობას ევროპისს მოედნისკენ დაიწყებენ.
სტუდენტები ამბობენ, რომ “სწორედ ისინი იქნებიან ის ხალხი, ვინც დაამთავრებს რუსულ გავლენებს და რუსულ ხელისუფლებას საქართველოში“.
სტუდენტები დღეს ისევ ამ ბრძოლის ავანგარდში ვიქნებით და დავანახებთ “ქართულ ოცნებას“ რომ სტუდენტების შეშინება არავის გამოუვა. სტუდენტები იქნებიან ის ხალხი, ვინც დაამთავრებს რუსულ გავლენებს და რუსულ ხელისუფლებას საქართველოში,- ამბობს.
"ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ეს არის გზავნილი, რომლის გარშემოც ყველაზე გრძელი და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აპირებენ გაერთიანებას.
მოქალაქეები ქუჩაში სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად, არჩევნების მოთხოვნით და საქართველოს ევროპული კურსის გადასარჩენად იდგებიან.