“პირველების“ ინფორმაციით, ევროპის მოედანზე შეკრებილებს მზია ამაღლობელი და ვეფხია კასრაძე მიმართავენ

09.05.25 15:10
“პირველების“ ინფორმაციით, ევროპის მოედანზე შეკრებილებს მზია ამაღლობელი და ვეფხია კასრაძე მიმართავენ

“პირველების“ ინფორმაციით, ევროპის მოედანზე შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც დღეს საპროტესტო მარშებში მიიღებენ მონაწილეობას, სინდისის პატიმრები-მზია ამაღლობელი და ვეფხია კასრაძე მიმართავენ.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ დღევანდელი ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნება.

დაანონსებულ შეკრებამდე ორი საათი რჩება-თბილისში ევროპული მარშის დასაწყებად ემზადებიან.

დღეს, 17:00 საათიდან საქართველოს მოქალაქეები ქალაქის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან. "ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ეს არის გზავნილი, რომლის გარშემოც ყველაზე გრძელი და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აპირებენ გაერთიანებას.

მოქალაქეები ქუჩაში სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად, არჩევნების მოთხოვნით და საქართველოს ევროპული კურსის გადასარჩენად იდგებიან.  

 

 

 

მსგავსი სიახლეები