რას ემსხვერპლა პატიმარი იოსებ გორგაძე? - პაატა სალიას პირველი კომენტარი

09.05.25 15:45
რას ემსხვერპლა პატიმარი იოსებ გორგაძე? - პაატა სალიას პირველი კომენტარი

 

 

რას ემსხვერპლა პატიმარი იოსებ გორგაძე? - პაატა სალიას პირველი კომენტარი "ტვ პირველის" კამერასთან.

სალია ამტკიცებს, რომ პატიმარმა რომელიც მძიმე დაზიანებებით კლინიკაში შეიყვანეს, დაეცა და თავი დაარტყა. ივანიშვილის მინისტრმა ვერ ახსნა საქმეში არსებული ბუნდოვანი და ერთმანეთთან შეუსაბამო გარემოებები და თქვა, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. 

თვითდაზიანება ვინ თქვა იოსებ გორგაძეზე, დაეცა და თავი დაარტყა. ამას გამოძიება დაადგენს, რატომ ეწერა დასკვნაში (30 დაზიანება) მსგავსი რამ. თქვენ კადრები ნახეთ? რას ამბობთ, სახე გავულამაზეთ პაციენტს, როცა შედიოდა? სრული ჩანაწერი აქვს გამოძიებას და გამოივლევს", - ამბობს პაატა სალია. 

იოსებ გორგაძე გლდანის მერვე დაწესებულებიდან ვივამედში სახის 30-მდე მოტეხილობით და ტვინის შეშუპებით შეიყვანეს, იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მძიმე დაზინებები 46 წლის კაცმა არა ცემით, არამედ ინსულტის შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანაში გადმოვარდნით მიიღო.

პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ 46 წლის კაცი ციხეში სასტიკად სცემეს. 

იუსტიციის სამინისტრო. 29 წუთიან ვიდეოს აასაჯაროვა, სადაც მათივე თქმით, ჩანს 21, 22 და 23 იანვრის ჩანაწერის კადრები. 

პაატა სალიას უწყება განმარტავს, არსებული ვიდეო მასალა საკმაოდ მოცულობითია და ასაჯაროებენ "მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს".

მსგავსი სიახლეები