დიდი პროტესტი თბილისში - რეჟიმმა პოლიციის ავტობუსები მოაბილიზა

09.05.25 17:00
დიდი პროტესტი თბილისში - რეჟიმმა პოლიციის ავტობუსები მოაბილიზა

დიდი პროტესტი თბილისში - რეჟიმმა პოლიციის ავტობუსები მოაბილიზა. სამართალდამცველები არიან ამ წუთებში ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც მარში მონაწილეები იკრიბებიან. 

მარშები ევროპის მოედანისკენ 5 ადგილიდან მოეწყობა. სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, საჯარო მოხელეები და ყველა ის მოქალაქე, რომელიც თვლის, რომ ამ ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია დღეს ქუჩაში გამოდის.

 "ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ეს არის გზავნილი, რომლის გარშემოც ყველაზე გრძელი და უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აპირებენ გაერთიანებას.

მოქალაქეები ქუჩაში სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად, არჩევნების მოთხოვნით და საქართველოს ევროპული კურსის გადასარჩენად იდგებიან.  

მსგავსი სიახლეები