პროტესტის 163-ე დღე საქართველოში - მოქალაქეები ზღვისპირა ქალაქში იკრიბებიან
საქართველოში პროტესტის 163-ე დღეა - თბილისის გარდა, მოქალაქეები ბათუმშიც იკრიბებიან. პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეების გეგმა ცნობილია.
თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლი ადამიანები აპირებენ, რომ ევროპის მოედნიდან, თავდაპირველად, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლონ.
დღეს, პროტესტის 163-ე დღეს, მოქალაქეები შევიკრიბეთ ევროპის მოედანზე, იგეგმება მარში რამდენიმე ლოკაციაზე. დავიძვრებით უმაღლესი საბჭოსკენ, შემდეგ საქალაქო სასამართლოსკენ და ბოლოს დავბრუნდებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ჩვენ ქვეყნის შიგნიდან ვაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხის ქვეშ აყენებს". - განაცხადა მოქალაქემ.