"ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას სირბილით დატოვებს" - მოქალაქეები ავლაბრის მეტროდან ევროპის მოედნისკენ მიემართებიან

09.05.25 19:19
"ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას სირბილით დატოვებს" - მოქალაქეები ავლაბრის მეტროდან ევროპის მოედნისკენ მიემართებიან

ავლაბრის მეტროდან ევროპის მოედნისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - მარშს სათავეში სინდისის პატიმრების მშობლები უდგანან, რომელთაც ხელში რეჟიმის ტყვეების ფოტოები უკავიათ. 

პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა გზად უზარმაზარი ბანერი გაშალეს, წარწერით - "ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია". მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ ოთხ კედელში გამოკეტილი ახალგაზრდები გათავისუფლდებიან და ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება. 

მნიშვნელოვანია ეს დღე ბიჭებისთვის. ყველამ დარეკა დღეს, ყველა არის მხნედ. უხარიათ, რომ ხალხი იკრიბება. ვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ეს რეჟიმი აუცილებლად დასრულდება. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას სირბილით დატოვებს". - განაცხადა მარიზი კობახიძემ. 

"ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია" - ამ გზავნილის გარშემო, ევროპის დღესთან დაკავშირებით, თბილისში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა იმართება.

თავდაპირველად, მოქალაქეები 5 ლოკაციაზე შეიკრიბნენ, ესენია - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, მარჯანიშვილის მეტრო, რესპუბლიკის მოედანი, საზოგადოებრივი მაუწყებლობა და ავლაბრის მეტრო.

პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები გეგმავენ, რომ მარშით ევროპის მოედანზე გადაინაცვლონ. დანიშნულების საბოლოო ადგილი კი რუსთაველის გამზირი იქნება. 

მსგავსი სიახლეები