"მარჯანიშვილის მოედნიდან" "ევროპის მოედნის" მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

09.05.25 19:52
"მარჯანიშვილის მოედნიდან" "ევროპის მოედნის" მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობენ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, “ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“.

ასევე აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები, რომლებზეც მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების სახელები და გვარებია აღნიშნული.

ჩვენ არცერთი წუთი და წამი არ შევწყვეტთ ბრძოლას, ისტორიული არჩევანისთვის, ჩვენი სახლისთვის. ქართული ცივილიზაცია არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, ანტიკური ეპოქიდან, ამიტომ, ჩვენ სახლში აუცილებლად დაბრუნდებით. ის რომ სახლში არ ვართ, რამდენიმე ათეული მოღალატის ბრალია, ამათ სამართლიანი სასამართლო და საქართველოს ისტორია განსჯით,- კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

ამ წუთებში ევროპის მოედნამდე მსვლელობა 5 ლოკაციიდან: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო "ავლაბრიდან", საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები