ევროპის მოედანი მოქალაქეებით გადაივსო - დაიწყო სიტყვით გამოსვლებიც
ევროპის მოედანი პროევროპულად განწყობილი ადამიანებით გადაივსო. წინა რიგებში სინდისის პატიმრების მშობლები დგანან, რომელთაც ხელში შვილების ფოტოები უკავიათ. ადგილზე გაჟღერდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები. გაშლილია ევროკავშირის და საქართელოს დროშებიც.
ცოტა ხნი წინ სცენაზე რატო ამაღლობელი ავიდა და მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
გაუტეხელო საქართველოვ, მებრძოლო საქართველოვ, სიყვარულით აღსავსე საქართველოვ, გამარჯვებისთვის მზადმყოფო საქართველოვ! ჩვენ, უკვე მეორე წელია, საპროტესტო წინააღმდეგობის მოძრაობა აღნიშნავს ერთად ევროპის დღეს აქ, ამ ადგილზე. სიმბოლურზე უფრო მეტია, რომ მეორე წელია ჩვენ აქ ვიკრიბებით ევროპის დღის აღსანიშნავად, ამ ადგილზე, სადაც არაერთხელ დაიწერა და აღასრულდა საქართველოს ისტირია, ადგილი, რომელიც სავსეა ჩვენი გმირების ხმით, საქართველოს ისტორიით, თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიით!
როდესაც საქართველო ჰკარგავდა დამოუკიდებლობას და თვაისუფლებას და მას ეპატრონებოდა უცხო ძალა, ეს გზები იკეტებოდა, საქართელო ექცეოდა იზოლაციაში და ეკონომიკის, კულტურის, განვითარების ნაცვლად, დადიოდა ამ გზებზე წითელ ტერორი. ჩვენ აღარ დავუშვებთ ამ ტერორს!, - თქვა რატი ამაღლობელმა.
რა ხდება ევროპის მოედანზე ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.