ვრჩებით კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულები, ბრძოლა გრძელდება - ირაკლი ქერაშვილმა ევროპის მოედანზე შეკრებილებს მიმართა

ევროპის დღესთან დაკავშირებით სინდისის პატიმარმა, ირაკლი ქერაშვილმა მიმართვა ჩაწერა - გისოსებს მიღმა გამოკეტილი ახალგაზრდის სათქმელი ევროპის მოედანზე, რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებმა გააჟღერეს.
ირაკლი ქერაშვილმა მოქალაქეებს, რომლებიც უკვე 163-ე დღეა აპროტესტებენ, აქტიურობისთვის და ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხდა და მათ ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდა.
მოგესალმებით მეგობრებო, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის, ბრძოლისთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულები, შესაბამისად, ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა ბოლომდე". - განაცხადა ირაკლი ქერაშვილმა.