"ოცნების" ყოფილი ოფისი, სადაც სპეცრაზმი იყო მობილიზებული, ცარიელია

09.05.25 21:25
"ოცნების" ყოფილი ოფისი, სადაც სპეცრაზმი იყო მობილიზებული, ცარიელია

"ოცნების" ყოფილი ოფისი, რომელიც ცოტა ხნის წინ ნიღბიანი სპეცრაზმელების შტაბად იყო ქცეული, ახლა ცარიელია. უცნობია, სად წავიდნენ ძალოვანები, ან შეიცვალეს თუ არა დისლოკაციის ადგილი. 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მშვიდობიანი აქცია იყო დაანონსებული, სპეცრაზმელები გომელაურის უწყებამ მაინც გამოიყვანა. 

"პირველები" შეეცადა თავად ნიღბიანი პირებისგან გაერკვია, რას ემსახურებოდა მათი მობილიზება, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

"შენ შეგეკითხო აქ რატომ ვარ? გადი აქედან!", - ასეთი იყო მათი პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე.