იბრძოლეთ და დაიცავით საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი ევროპული მომავალი! - ვეფხია კასრაძის მიმართვა მოქალაქეებს

ევროპის მოედანზე, სადაც მოქალაქეები ევროპის დღეს აღნიშნავენ, სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის აუდიომიმართვაც ჩართეს. კასრაძე თანამოქალაქეებს ევროპის დღეს ულოცავს და ევროპული მომავლის მნიშვნელობაზე საუბრობს. რეჟიმის ტყვე ევროპული მომავლის მცველებს ქვეყნის თავისუფლებისთვის დაუღალავი ბრძოლისკენ მოუწოდებს.
მოგესალმები, ჩემო საქართველოვ! გილოცავთ დღევანდელ დღეს, ევროპის დღეს! ასევე ვულოცავ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ვუსურვებ მხნეობას, წინასვლას და გაერთიანებას საქართველოსთან.
ისტორიულად ჩვენი ქვეყანა ყოველვის იყო და იქნება ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. სამწუხაროდ, დღეს ივანიშვილის მოღალატეობრივი მთავრობა მართლაც, უსამშობლო, მოღალატე ხელისუფლება ამ შესაძლებლობას გვაკარგვინებს, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩემო თანამემაულენო, დღეს ეს ყველაფერი შეგვიძლია მშვდობიანი ბრძლით დავიბრუნოთ. თუ ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს შეიძლება, საკუთარი სიცოცლის ფასად დაუჯდეთ. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, იბრძოლეთ და დაიცვათ საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩენი ევროპული მომავალი. მე მინდა ზურაბ ჟვანიას სიტყვებით დაგემშვიდობოთ: მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი! გაუმარჯოს ჩვენს ერთობას! გაუმარჯობას დამოუკიდებელ საქართველოს!, - ამბობს ვეფიხა კასრაძე აუდიომიმართვაში.