ლუკაშენკოსა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტების შეხვედრა მოსკოვში

10.05.25 10:38
ლუკაშენკოსა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტების შეხვედრა მოსკოვში

ალექსანდრ ლუკაშენკო პუტინის მარიონეტ ლიდერებს შეხვდა. ბელარუსის დიქტატორმა ლიდერმა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტებთან შეხვედრა მოსკოვში გამართა.

კადრებში ჩანს, როგორ ესაუბრებიან დიქტატორ ლიდერს ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი. ამასთან, მანამდე ლუკაშენკომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ივანიშვილის დანიშნულ პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილს მიულოცა.