ევროპის დღე ევროპის მოედანზე - რა აჩვენა გუშინდელმა პროტესტმა
ევროპის დღე ევროპის მოედანზე - აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გუშინ, თბილისში ჩატარებულმა ევროპულმა მარშმა სახალხო პროტესტი ახალ განზომილებაში გადაიყვანა და კიდევ ერთხელ აჩვენა ცივილიზებულ სამყაროს, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ევროპული მომავლის დასაცავად დაუთალავად გრძელდება.
ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება გამარჯვებამდე - ამბობენ აქციის მონაწილეები და ახლა ევროპიდან უკუკავშირსა და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მეტ სანქციებს ელოდებიან.
ასევე მოქალააქეებისთვის უცვლელი რჩება ორი მოთხოვნა - ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდების ჩართულობა, სტუდენტების ჩართულობა ამ დღის განმავლობაში და ამ დღეს ზუსტად გუშინ. ასევე იყო პოლიტპატიმრები მშობლების ჩართულობა, რომლებიც სიტყვით გამოვიდნენ და პოლიტპატიმრების მესიჯები მოასმენინეს მოსახლეობას. ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით არიან და ამას მოჰყვა დასავლეთიდან სანქციები, ამას მოჰყვა "MEGOBARI აქტი", რომელიც ესე წუხს "ქართული ოცნება" და რომელსაც არ იმჩნევს, მაგრამ ამ ქმედით ნაბიჯებს მოჰყვება ის, რომ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს", - ამბობს აქციის მონაწილე სტუდენტი.