ხაშურში 3 კაცი დაჭრეს - სოფელ საჯვარეში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები
სისხლიანი ანგარიშსწორება ხაშურში - სოფელ საჯვარეში სამი კაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ფანჩატურში მოწყობილ საქეიფო ადგილას დაიწყო, რის შემდეგაც სოფლის მკვიდრებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
დანაშაულში მხილებული პირი პოლიციამ უკვე დააკავა, ის ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება. სამის პირის დაჭრის გარდა, დაკავებულს გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავება.
რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, "პირველების" ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ორი პირის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. სამივე მათგანი სოფელ საჯვარეს მეზობელი სოფლის მკვიდრია.
როგორც ადგილობრივები "პირველებთან" ამბობენ, მომხდარი, სავარაუდოდ, მამაკაცებს შორის წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.