გუშინ დაბადების დღის ყველაზე მაგარი საჩუქარი მივიღე - კალატოზიშვლი მარშზე
"გუშინდელი მარში ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ საქართველო კიდევ იბრძვის და არ აპირებს დანებებას" - ამის შესახებ "პირველებთან" ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა. მსახიობი, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე მოქალაქეებთან ერთად მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას, ამბობს, რომ ამ დღით გუშინ ყველაზე მაგარი საჩუქარი მიიღო.
გუშინდელი მარში ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ საქართველო კიდევ იბრძვის და არ აპირებს დანებებას. ეს ძალიან კარგი მაგალითი იყო და ყველაზე მეტად ველოდებოდი, როცა გორგასლის ხელში დროშა აფრიალდებოდა. ეს ჩვენი გამარჯვების სიმბოლოა, რომელსაც ყველაზე ძალიან ებრძვის "ოცნება" და ახლა ჩამოხსნეს თუ არა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ წინაზე ვერ აიტანეს მტკვრის თავზე ჩვენი დროშის აფრიალება. გუშინ ჩემთვის დაბადების დღის საჩუქარი იყო ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ ეს აქტი ის, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ, წერტილი დავსვით და არსად წასვლას არ ვაპირებთ", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.
ცნობისთვის, 9 მაისს, ევროპის მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე სტუდენტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.