ვის ეკუთვნის ტერიტორია, სადაც მშენებარე შენობა ჩამოინგრა - "პირველებმა" დეტალები გაარკვია
ვის ეკუთვნის ტერიტორია, სადაც მშენებარე შენობა ჩამოინგრა - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ თამარაშვილის 13 ნომერში არსებული ფართობი, სადაც სპორტული-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, შპს "კორტების" განკარგულებაშია.
"პირველების" ინფრომაციით, შპს "კორტების" მფლობელი რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მამუკა მერკვილაძეა. მამუკა მერკვილაძე მოცემულ პოსტზე მას შემდეგ დანიშნეს, რაც ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი გახდა.
ცნობისთვის, თამარაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე შენობა დღეს, ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა.
მუშები "პირველებთან" ამბობენ, რომ ადგილზე ბიძგები იყო, რამაც რკინის კონსტრუქციის ჩამოშლა განაპირობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რაც მთავარია, არავინ დაშავებულა, ყველა ჯანმრთელად არის. ბეტონის მიღების დროს სამშენებლო კომპასს რაღაც შეეხო, ვიბრაცია გამოიწვია და ერთი მეორეს მოყვა. ერთი რომ გამოეცალა, მერე რაღაც ნაწილი გამოეცალა. არ არის შესაძლებელი, რომ მსგავსი ვიბრაცია კიდევ განიცადოს. სამშენებლო სამუშაოებს შპს "თიზი ჯგუფი" აწარმოებს. მე "თიზი ჯგუფის" წარმომადგენელი ვარ". - ამბობს მოქალაქე.