"ბარძაყის ძვლები აქვთ დამსხვრეული" - როგორია ხაშურში დაჭრილი 3 პირის მდგომარეობა

10.05.25 17:24
"ბარძაყის ძვლები აქვთ დამსხვრეული" - როგორია ხაშურში დაჭრილი 3 პირის მდგომარეობა

სოფელ საჯვარის ფანჩატურში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - "პირველებმა" გაარკვია, რომ დაჭრილი 3 მამაკაცი ორს ცეცლსნასროლი ჭრილობით ბარძაყის ძვლები აქვთ ჩამსხვრეული.

დაჭრილები თავდაპირველად "გორმედში" გდაიყვანეს, სამიდან ერთ ადგილზე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება და სახლში გაწერეს, ხოლო ორი საოპერაციოდ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

საოპერაციო იყო ორი, ბარძაყის ძვალი იყო დამსხვრეული და ტრავმატოლოგიური დახმარება დასჭირდა. ცეცხლნასროლი ჭრილობა იყო, ეგრე ეწერა ფორმა 100-ში", - ამბობს ექიმი. 

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ფანჩატურში მოწყობილ საქეიფო ადგილას დაიწყო, რის შემდეგაც სოფლის მკვიდრებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. დაიჭრა სამი პირი.

დანაშაულში მხილებული პირი პოლიციამ უკვე დააკავა, ის ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება. გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულოსხმობს, გარედა ამისა დაკავებულს გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავება.

 

მსგავსი სიახლეები