ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა - შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა
ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა - აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს პირი დაღუპული დახვდა, რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევა ახალსოფლის მიმდებარე მონაკვეთზე მოხდა.