ძლიერი ქარის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს

10.05.25 22:30
ძლიერი ქარის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს

ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა - უამინდობის გამო, სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს.

ipn_ის ინფორმაციით, ზოგიერთ ქუჩასა და პარკში დაზიანდა ხეები, ქალაქის ნაწილს კი ელექტროენერგია შეუწყდა.

გარდა ამისა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ერთ-ერთი საერთაშორისო რეისი ბათუმის ნაცვლად თბილისში დაეშვა.

ასევე, ძველ ბათუმში, პიაცას მოედანთან ძლიერი ქარის გამო სამშენებლო ინვენტარის ჩამოშლის შედეგად ცოლ-ქმარი დაშავდა.  არსებული ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოტო:ipn