მოგლეჯილი ხეები და ჩამონგრეული სახურავები - ძლიერმა ქარმა ბათუმში პრობლემები შექმნა

11.05.25 11:09
მოგლეჯილი ხეები და ჩამონგრეული სახურავები - ძლიერმა ქარმა ბათუმში პრობლემები შექმნა

ბათუმში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერმა ქარმა ზღვისპირა ქალაქში რკინის კონსტრუქციები მოგლიჯა, საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ათობით ავტომობილი დააზიანა. ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან მოქალაქეები, რომლებსაც გორგასლის ქუჩაზე ჩამონგრეული კონსტრუქცია დაეცათ. ნანგრევებიდან მათი გამოყვანა მაშველებმა შეძლეს. 

ამ დროისათვის, ქალაქი დიდი ნაწილი გაწმენდილია, აღდგენილია ელექტროენერგიაც.

მოქალაქეები "პირველებთან" გუშინ დატრიალებული სტიქიის შესახებ ყვებიან. 

ეს ქარი კი არ იყო, ეს იყო ქარიშხალი, საშინელება. ჩამოვარდა პიაციდან რკინა ჩამოვარდა და დაეცა გამვლელებს. გარეთ რომ გამოვედი, დავინახე, რომ ორი ადამიანი იყო იქ. გამოვარდა ხალხი, ეხმარებოდნენ. მე მეგონა, ის მამაკაცი გარდაიცვალა, ისეთი მდგომარეობა იყო. წუხელ საშინელება იყო, ახლაც შოკში ვარ, - ყვება მოქალაქე. 

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა გასულ ღამეს ბევრი მოქალაქე დაზარალდა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უამინდობა ბათუმში კიდევ სამ დღეს გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები