უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო პრორუსი ბიზნესმენის კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა
უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო პრორუსი ბიზნესმენის კომპანია, რომელიც კობახიძემ რუსეთში დიპლომატიური მიისით მიავლინა, 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. ირკვევა, რომ მამუკა მერკვილაძის კომპანია შპს კორტები, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, სამშენებლო სამუშაოებს ისე აწარმოებდა, რომ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმებიც კი არ იყო დაცული.
გადაცდომებს ნგრევა მოყვა, არავინ დაშავებულა, თუმცა შენობიდან ბეტონის დასასხმელადდ გამზადებული რკინის კონსრტრუქციები მთლიანად ჩამოიშალა.
თბილისის მერიაში "პირველებს" ეუბნებიან, რომ ვიდრე კომპანია არ წარმოადგენს დამატებით ექსპერტიზის დასკვნას, შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ- მშენებლობა შეჩერებულია.