ბათუმში მიტოვებული შენობები ნარკოტიკების ბუდედაა ქცეული - "ძლიერი საქართველო" "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს

11.05.25 14:09
ბათუმში მიტოვებული შენობები ნარკოტიკების ბუდედაა ქცეული - "ძლიერი საქართველო" "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ბათუმში მიტოვებული შენობები ნარკოტიკების ბუდედაა ქცეული. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გვერდით მდებარეობს სამსართულიანი შენობა, სადაც მოქალაქეები ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარნენ. იქვე ტოვებენ ნემსებსაც. ამის დამადასტურებელი კადრები "პირველებმა" ადგილზე გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ შენობა მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს, სადაც ახლოსაა საჯარო სკოლებიც. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები აცხადებენ, რომ რეჟიმი ნარკომანებს მფარველობს. ბათუმში მსგავსი ათობით ობიექტია, რომელიც უყურადღებოდ არის მიტოვებული.  

რა ხდება ამ ტერიტორიაზე, ბათუმის ცენტრში, სადაც ნემსების და ყველა იმის ნალვალევია, რაც აუბედურებს ჩვენს ახალგაზრდობას. ეს არის ნარკოტიკები, მისი მოხმარების საშუალებები და ეს არის ის ჭაობი, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ჩაძრა ეს ქვეყანა. არაფერი კონკრეტული ე.წ. ხელისუფლებისგან არ კეთდება. მიუხედავად დაანონსებული გამკაცრების კანონმდებლობის, ამ მიმართულებით საქმე არის კატასტროფულ დონეზე მიყვანილი. ეს არის გამოწვეული მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ნარკობარიგებს და რეალიზატორებს მფარველობენ "ქართული ოცნების" მარალჩინოსნები, - ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

"ძლიერი საქართველო" ივანიშვილის ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.  

მსგავსი სიახლეები