აუცილებლად უნდა დავიხსნათ ქვეყანა და შვილები - ზვიად ცეცხლაძის დედა
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა, რომელიც ამ წუთებში მონაწილეობას საპროტესტო მსვლელობაში იღებს, ამბობს, რომ ბრძოლის გარდა სხვა გზა აღარ აქვს. ნარგიზი დავითაძე პირდაპირ ამბობს, რომ ახლა ქვეყანა და შვილები ჰყავთ დასახსნელი, ამიტომ უკან დასახევი გზა არ არსებობს.
ამერიკის საელჩოსთან მადლობის სათქმელად მივდივართ და ვახსენებთ ე.წ. მთავრობას, რომ ჩვენ არსად წავსულვართ და ვაპროტესტებთ. აუცილებლად უნდა დავიხსნათ ქვეყანა და შვილები. ჩვენ ვერ გავჩერდებით, ამიტომ ხშირად გვექნება ასეთი დღეები, - ამბობს ნარგიზი დავითაძე.
თბილისის სამი მეტროსადგურიდან მსვლელობები დაიწყო. მოქალაქეები აშშ-ს საელოსთან მისვლას გეგმავენ, სადაც ამერიკელებს მეგობარი აქტის მიღებისთვის და ვერდშ დგომისთვის მადლობას გადაუხდიან.