წყარო: 18 წლის ბიჭს ყელი რატის ბარის საპირფარეშოში გამოჭრეს
რატის ბარი, სადაც გამთეენისას 18 წლამდე კაცი მოკლეს, დალუქულია. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს.
მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ბარის შიდა სივრცეში მიმდინარეობდა, ბარის ადმინისტრაცია ამტიცებს, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება არა შენობის შიგნით, არამედ გარე პერიმეტრზე მოხდა.
შიგნით არ მომხდარა. ვთანამშრომლობთ გამოძიებიასთან, დაელოდეთ მათ, - ეუბნება "პირველებს" ბარის წარმომადგენელი.
არადა, წყარო "პირველებს" უყვება, რომ ინციდენტი რატის ბარის საპირფარეშოში მოხდა. 18 წლის ბიჭს დანით გაუსწორდნენ, რის შემდეგაც სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაშ გარე ტერიტორიაზე დატოვეს.
რაც გავიგეთ, 18 წლის ბიჭს გამოჭრეს ყელი შიგნით ბარში. ასე თქვეს. ძალიან ხშირად ასეთი ამბები, - ამბობს ახლომდებარე ობიექტზე მომუშავე მოქალაქე.
რაც შეეხება მომხდარის მოტივს, ამაზე ვერავინ საუბრობს.
პოლიციამ უკვე გამოკითხა რატის ბარის ადმინისტრაცია.