"სანქციები გზაშია"- მადლობის მარში აშშ-ს საელჩოსკენ მიემართება

11.05.25 17:11
"სანქციები გზაშია"- მადლობის მარში აშშ-ს საელჩოსკენ მიემართება

მადლობის მარშის მონაწილეები ამერიკის საელჩოსკენ მიემართებიან. დემონსტრანტებს ხელში საქართველოს და ამერიკის დროშები უჭირავთ. აქციის მონაწილეებს მოქალაქეები საცხოვრებელი კორპუსებიდან, საკუთარი აივნებიდანნ უცხადებენ სოლიდარობას. "სანქციები გზაშია!" - სკანდირებენ ევროპული მომავლის მცვლლები.

მსვლელობას საელჩოსკენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მიუძღვებიან. მათ ხელში მეუღლეების, შვილების, ძმების და მამების ფოტოები უჭირავთ.

ყველა ბრძოლას სჭირდება ერთობა. ჩვენ აქ უნდა ვიბრძლოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ოკეანის გადაღმა ამერიკელებიც უნდა დაგვეხმარნონ. მეგობარი აქიც ამის დემონსტრირებაა. ახლა მივდივართ საელჩოსკენ, რომ მადლობა გადავუხადოთ იმ თანადგომისთვის, რასაც ისინი ნამდვილი ქართველი ხალხის წინაშე აკეთებენ, - ამბობს გიორგი ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი.

ჩვენს გვსურს, რომ აშშ-ს ვაჩვენოთ და პირველ რიგში, მადლობა გადავუადოთ ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მიიყვანენ თავის ჩანაფიქრს. ჩვენ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ არ ვნებდებით, რომ უსამართლობას და აბსურდს ვებრძვით. გვინდა, ვუთხრათ ჩვენს ე.წ. მთავრობას, რომ არ დავნებდებით, ბოლომდე მივიყვანთ საქმეს და გავათავისუფლებთ ჩვენს ბიჭებს და ქვეყანას, - ამბობს ვეფხია კასრაძის მეუღლე.  

აქციაზე გამოჩნდა ირაკლი პაპიაშვილის ბანერიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.

ირაკლიმ იცის მე ვინც ვარ და ერთს ვიტყვი, რომ ამერიკის კონრეგსმა, წარმომადგენელმა პალატამ მიიღო აშშ-ს ხალხის სახელით ძალიან ჰუმანური აქტი, მაგრამ ამ ხელისუფლებას ჩვენ უდა გამოვუწეროთ მუშტი აქტი და გამოვუწერთ კიდეც!, - ამბობს ირაკლი პაპიაშვილის მამა.  

მსგავსი სიახლეები