როგორც კი მეგობარი აქტი კანონად იქცევა, საქართველოში უპრეცედენტო ცვლილებები დაიწყება - ია ფარულავა

11.05.25 17:19
როგორც კი მეგობარი აქტი კანონად იქცევა, საქართველოში უპრეცედენტო ცვლილებები დაიწყება - ია ფარულავა

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, რომელიც ამ წუთებში მადლობის მარშს მიუყვება, დაწტმუნებულია, რომ მეგობარი აქტი კანონად იქცევა. მისი თქმით, სწორედ ამ აქტის კანონად ქცევის შემდეგ საქართველოში უპრეცედენტო ცვლილებები დაიწყენა.

ია ფარულავა დარწმუნებულია, რომ მეგობარ აქტზე დონალდ ტრამპის ხელმოწერაც იქნება.  

დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ მეგობარ აქტს ერთი ხელმოწერაღა სჭირდება, პრეზიდენტის ხელმოწერა იმისთვის, რომ დამტკიცდეს და გახდეს კანონი. ეს, მეგობრებო, არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება, მოხდეს საქართველოსთვის, რადგან ეს აქტი მოიცავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენის ჩახსნას, ირანის ხელისუფლების ზეგავლენის ჩახსნას და კრემლის ზეგავლენის ჩახსნას საქართველოდან და შესაბამისად, როგორც კი აქტს მოეწერება ხელი, დაიწყება უპრეცედენტო ცვლილებები საქართველოში. სხვათა შორის, უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მოაწერა ხელი ქვედა პალატაშ სენატორებისა. დონალდ ტრამპი არ მიატოვებს საქართველოს, რადგან ის არის საქართველოს მეგობარი, ამერიკა იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, - ამბობს ია ფარულავა.

მადლობის მარშის მონაწილეები ამერიკის საელჩოსკენ მიემართებიან. დემონსტრანტებს ხელში საქართველოს და ამერიკის დროშები უჭირავთ. აქციის მონაწილეებს მოქალაქეები საცხოვრებელი კორპუსებიდან, საკუთარი აივნებიდანნ უცხადებენ სოლიდარობას. "სანქციები გზაშია!" - სკანდირებენ ევროპული მომავლის მცვლლები.

მსვლელობას საელჩოსკენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მიუძღვებიან. მათ ხელში მეუღლეების, შვილების, ძმების და მამების ფოტოები უჭირავთ.

 

მსგავსი სიახლეები