მკვლელობა ღამის კლუბში - სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

11.05.25 20:09
მკვლელობა ღამის კლუბში - სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

სასტიკი მკვლელობა ღამის კლუბში გამთენიას მოხდა. 18 წლის ალეკო შაკიაშვილს ყელი რატის ბარში გამოჭრეს. პოლიციას მოკლული ახალგაზრდა კლუბის გარე ტერიტორიაზე დანით მიყენებული ჭრილობებით დახვდა. ალეკო შაკიაშვილი კიბეებზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილი ახალგაზდა სსწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.  

სისხლიანი ანგარიშსწორების დროს რატის ბარში ათობით ახალგაზრდა იმყოფებოდა. "პირველების" ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპრება ბარის კიბეებზე დაიწყო. ალეკო შაკიაშვილმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ერთ-ერთ პირს მხარი გაკრა, კონფლიქტი სწორედ ამის გამო დაიწყო. ახალგაზრდები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ საპირფარეშოში გადაინაცვლეს, სადაც 18 წლი ბიჭს დანა რამდენჯემე დაარტყეს. კვალის დაფარვის მოტივით ბარიდან გარე ტერიტორიაზე გამოიყვანეს და ძირს დააგდეს.

რატის ბარის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას გაურბის. ამტკიცებს, რომ კრიმინალური გარჩევა ბარის გარე პერიმეტრზე მოხდა. არადა, საგამოძიებო მოქმედებები 5 საათის განავლობაში ბარის შიდა ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები