“ნამდვილი MEGOBARI სანქციებით იცნობა!” - მადლობის მარში აშშ-ს საელჩოსთან მივიდა

11.05.25 18:51
“ნამდვილი MEGOBARI სანქციებით იცნობა!” - მადლობის მარში აშშ-ს საელჩოსთან მივიდა

მადლობის მარში შეერთებული შტატების საელჩოს შენობასთან მივიდა. მსვლელობის მონაწილეებმა დიპლომატიურ უწყებას  წარმომადგენელთა პალატაში „MEGOBARI აქტის” მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადეს.

დეონსტრატებმა ადგილზე ფერადი კვამლი გაუშვეს და ამერიკის გიგანტური დროშაც გაშალეს. ასევე სკანდირებდნენ: “გადადექით”, “სანქციები გზაშია”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “დამხობა რეჟიმს”.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: “ნამდვილი MEGOBARI სანქციებით იცნობა!”.

მსგავსი სიახლეები