გელათის და სვეტიცხოველის შემდეგ ნიკორწმინდა - მე-10 საუკუნის ტაძარი საფრთხეშია

11.05.25 20:37
გელათის და სვეტიცხოველის შემდეგ ნიკორწმინდა - მე-10 საუკუნის ტაძარი საფრთხეშია

გელათის და სვეტიცხოველის შემდეგ საფრთხეშია ნიკორწმინდაც. კიდევ ერთ ისტორიულ ტაძარს წყალი აზიანებს. წყალი სპილენძის გადახურვიდან ჟონავს და ტაძრის ფასადს აფუჭებს. არადა, ნიკორწმინდას სრული რესტავრაცია შვიდი წლის წინ ჩაუტარდა, სწორედ მაშინ შეიცვალა თუნუქის გადახურვა სპილენძით. ამ სამუშაოებისთვის 2018 წელს თითქმის 95 ათასი ლარი დაიხარჯა, მაგრამ ჩატარებულმა რესტავრაციამ ტაძარი ვერ დაიცვა.

აქტივისტები, რომლებიც ქვეყანაში ისტორიული ძეგლების გადასარჩენად იბრძვიან, ამბობენ, რომ არსებული მძიმე ვითარება "ოცნების" პოლიტიკის შედეგია.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხივაძის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები