მადლობა აშშ-ს! - რა ხდებოდა დღეს თბილისის ქუჩებში
ივანიშვილის რეჟიმის სანქცირებისთვის და მეგობარი აქტის მიღებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა დღეს თბილისიდან უთხრეს. დედაქალაქში მეგობარი აქტის მხარდამჭერმა მარშებმა ამერიკის და საქართველოს დროშებით ჩაიარეს. ახალგაზრდებმა, სამოქალაქო აქტვისტებმა, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა და პოლიტიკოსებმა ამ ფორმით მადლიერება გამოხატეს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც არ პატიობს "ქართულ ოცნებას" მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას, დარბევას, უკანონო დაკავებებს და რეპრესიებს.
მადლობის მარში სამი მეტროსადგურიდან ერთდროულად დაიწყო. "აჯანყდი!" - ეს შეძახილები ისმოდა დღეს მეტროშიც და ქუჩაშიც. მსვლელობას სახლებიდან ბავშვებთან ერთად გულშემატკივრობდნენ მოქალაქეები. აივნებზე საქართველოს დროშებთან ერთად გადმოფენილი იყო ევროკავშირის და ამერიკის ეროვნული სიმბოლოები.
ამ წუთებში მადლობის მარშის მონაწილეები უკვე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მივიდნენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ამგვარ მარშები ხშირად მოეწყობა, რათა ყველას გააგონონ, რომ პროტესტი გრძელდება და არავი დანებებულა.
დრო იყო დეცენტრალიზაციის და გასვლის სხვადასხვა უბანში და მე ეს ძალიან მომწონს. მადლობის სათქმელად ძალიან კარგი იყო მოსვლა, იმიტომ, რომ მეგობარი აქტი ძალიან დაგვეხმარება ბრძოლაში. ქუჩაში გამოსული ყოველი დღე ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ იბრძვის და არ დანებდება, - ამბობს მსახობი ნანკა კალატოზიშვილი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.