"გვახსოვს ცრუ მოწმეები!", "პოლიციის ფორმას აღარ ვენდობით!" - მეტროს პროტესტი თბილისში
მარშის დასრულების შემდეგ ევროპული მომავლის მცველებმა პროტესტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გააგრძელეს. "გვახსოვს ცრუ მოწმეები!", "პოლიციის ფორმას აღარ ვენდობით!", "გაათავისუფლეთ ტყვეები!" - სკანდირებდნენ მოქალაქეები. საპროტესტო შეძახილები დღეს სხვადასხვა მეტროსადგურებში ისმოდა. ხმაური და პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ მათი პროტესტის ხმა საქართველოს ყველა მოქალაქის ყურამდე მივიდეს.
რა ხდებოდა დღეს თბილისის მეტროში ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.