"წიწაკის სპრეი შემასხეს და ძირს დამაგდეს" - აქტივისტი თაია ცეკვავა წერს, რომ თავს დაესხნენ

11.05.25 22:37
"წიწაკის სპრეი შემასხეს და ძირს დამაგდეს" - აქტივისტი თაია ცეკვავა წერს, რომ თავს დაესხნენ

აქტივისტი თაია ცეკვავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ორი მამაკაცი თავს დაესხა და სახეში წიწაკის სპრეი შეასხა. აქტივისტის თქმით, უცნობები მას დაემუქრნენ, საპროტესტო აქციაზე აღარ გასულიყო, რადგან "უარესი მოუვიდოდა". 

დას უნდა შევხვედროდი და შემდეგ ერთად ავსულიყავით სახლში. გზაში, დამხვდნენ ორი უცნობი მამაკაცი. ერთმა სახეში წიწაკის სპრეი მომასხა, შემდეგ კი ორივემ ერთად მიწაზე დამაგდო. სანამ მიიმალებოდნენ, მითხრეს: „თუ ისევ აქციაზე გამოჩნდები, უარესისთვის მზად იყავიო, - წერს ცეკვავა.

მსგავსი სიახლეები