სისხლიანი ანგარიშსწორება ღამის კლუბში-“პირველებმა“ ახალი დეტალები გაარკვია
სისხლიანი ანგარიშსწორება ღამის კლუბში - 18 წლის ალეკო შაკიაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებეულებს ბრალს დღეს წაუყენებენ.
“პირველების“ ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 36 წლის მამაკაცი, წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.
საქმეში “პირველების“ ინფორმაციით, 45 წლის კაციც ფიგურირებს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არაფერი შეატყობინა.
ასევე “პირველების“ ინფორმაციით, დაპირისპირება ბარის კიბეებზე დაიწყო. ალეკო შაკიაშვილმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ერთ-ერთ პირს მხარი გაკრა, კონფლიქტი სწორედ ამის გამო დაიწყო.
ერთ-ერთი ვერსიით, მხარეები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ საპირფარეშოში გადაინაცვლეს, სადაც 18 წლის ბიჭს დანა რამდენჯემე დაარტყეს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მოტივით, ბარიდან გარე ტერიტორიაზე გაიყვანეს და ძირს დააგდეს.
მოკლული ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ "რატის ბარში" საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, და მსგავსი ხშირად მომხდარა.
ძალიან გული დამწყდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ხშირად ხდება ხოლმე. დალუქეს ერთი კვირითო, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
ცნობისთვის, მკვლელობა ღამის კლუბში გუშინ, გამთენიას მოხდა. 18 წლის ალეკო შაკიაშვილს ყელი "რატის ბარში" გამოჭრეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას მოკლული ახალგაზრდა კლუბის გარე ტერიტორიაზე დანით მიყენებული ჭრილობებით დახვდა. ალეკო შაკიაშვილი კიბეებზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილი ახალგაზდა სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.