პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან- ჭიათურელი მაღაროელები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ
ჭიათურელი მაღაროელები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ- მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც უკვე 17 დღეა, პროტესტის უკიდურესი ფორმით-შიმშილობით, ითხოვენ უსაფუძვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას და მაღაროების ამუშავებას.
ისინი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ, რათა პირდაპირ ესაუბრნენ იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ და ასევე, მოსთხოვონ დაკავებული მაღაროელების გათავისუფლება.
მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: “თავისუფლება უსამართლოდ დაკავებულებს“, “ერთად გადავარჩინოთ ჭიათურა“.
74-ე დღეა დღეს, ჩვენი პროტესტი რაც მიმდინარეობს და ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, აქედან მაინც გავაგებინოთ, რომ ვინმე ჩამოვიდეს ჭიათურაში და მიაქციოს ქალაქს ყურადღება, იღუპება ჭიათურა, პირდაპირი მნიშვნელობით“,- ამბობს აქციის მონაწილე.
ისინი ამბობენ, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
“არ შევეგუებით მონობას და არ ვაპირებთ ვინმეს მონები ვიყოთ“,- ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთნ იმდენ ხანს დარჩებიან, ვიდრე კობახიძის პასუხს არ მოისმენენ.