თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

12.05.25 12:04
თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი, ხოლო რუსეთის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი პირი დააკავა, -ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მწვანე ცირკულარით ძებნილი, ხოლო ამ ეტაპზე დაკავებული ე.წ. "კანონიერი ქურდი" ბ.პ კრიმინალური ორგანიზაციის წევრობისთვის იძებნებოდა და ძირითადად რუსეთში ოპერირებდა - თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის ანტალიაში დააკავა.

ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში თურქეთის შსს-მ რუსეთის მიერ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ლ.რ.-ც დააკავა, რომელსაც ბრალად საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა ედება.

ოპერაციები ჩატარდა ინტერპოლის-ევროპოლის დეპარტამენტის და მიგრაციის მართვის სამმართველოს, ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის KOM დეპარტამენტის და ჰატაიისა და ანტალიის პროვინციული ჟანდარმერიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ინტერპოლის-ევროპოლის დეპარტამენტის და მიგრაციის მართვის სამმართველოს კოორდინაციით". - წერს იერლიკაია

მსგავსი სიახლეები