წვიმიანი ამინდები საქართველოში 16 მაისამდე შენარჩუნდება

12.05.25 14:19
წვიმიანი ამინდები საქართველოში 16 მაისამდე შენარჩუნდება

წვიმიანი ამინდები საქართველოში 16 მაისამდე შენარჩუნდება,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია იყოს ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 

სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)". - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები