მოშიმშილე გიორგი ჩიკვაიძის საკნიდან ნაგავი არ გააქვთ-პატიმრის დედა

12.05.25 15:18
მოშიმშილე გიორგი ჩიკვაიძის საკნიდან ნაგავი არ გააქვთ-პატიმრის დედა

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი ამბობს, რომ მისი შვილის საკნიდან ნაგავი არ გააქვთ და მას სრულ ანტისანიტარიაში ამყოფებენ.

წერეთელი წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ მიაწოდა.

მისივე მტკიცებით, ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაში საგანგაშო ნიშნები გაჩნდა და აცხადებს, რომ “გიორგის  ლიკვიდაციის გეგმის აღსრულებას შეუდგნენ“.

ეხლახანს დამიკავშირდა სახალხლო დამცველის აპარატი, ეტლს მიჯაჭვულ მოშიმშილე პატიმარ - გიორგი ჩიკვაიძეს,  გარდა იმისა რომ აუკრძალეს საჭმლის მიღება და პატიმარი გადავიდა იძულებით შიმშილობაზე ამყოფებენ სრულ ანტისანიტარიაში, მისი საკნიდან 3 დღეა აღარ გააქვთ ნაგავი! და მის ჯანმრთელობაში გაჩნდა საგანგაშო ნიშნები რომელსაც აქ შეგნებულად არ ვწერ! 
ეს არის ბოლო წუთების ინფორმაცია, როგორც ჩანს შეუდგნენ მისი ლიკვიდაციის გეგმის აღსრულებას!,- წერს წერეთელი.

მსგავსი სიახლეები