„ეს მე გავაძვირე“-დახლებზე ივანიშვილის სტიკერები გამოჩნდა
პროტესტი გაძვირებულ ფასებს - თბილისის მაღაზიებში, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გამოჩნდა, სადაც წერია-“ეს მე გავაძვირე“. აქციას იმდენად მასშტაბური სახე აქვს, რომ სტიკერების გაქრობა ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
ტკბილეულზე, პურზე, ზეთზე, ბავშვის საკვებზე, შაქარზე და სხვა მრავალ პროდუქტზე კვლავ ახატია ივანიშვილი წარწერით-“ეს მე გავაძვირე“.
მოძრაობა “დაასრულეს“ წარმომადგენლები, რომლებიც აქციის ორგანიზატორები იყვნენ, “პირველებს“ ეუბნებიან, რომ “მათი მიზანია, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, პროდუქტებზე გაზრდული ფასების უკან ერთი კაცი- ბიძინა იავნიშვილი დგას.“
ყოველდღიურად ვხდებოდით იმის მომსწრე, რომ მაღაზიაში შესული ადამიანები კაპიკებს ითვლიდნენ, რომ ელემენტარული პროდუქტი ეყიდათ, იქნებოდა ეს ზეთი, კვერცხი, იმდენად დამთრგუნველი და საშინელებაა ამის ყურება, გადავწყვიტეთ, ყველასთვის თვალსაჩინო გაგვეხადა ძალიან ცუდი სოციალური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ დავბეჭდეთ ეს სტიკერები, ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის გარეუბნებში, რომ როდესაც შედიხარ მაღაზიაში და ყიდულობ პურს, რომ გაგახსენდეს, რატომ ღირს ეს პური ამდენი“,- ამბობს აქტივისტი.
პროტესტმა იფეთქა ზუგდიდშიც- ბანკომატებზე სპეციალური სტიკერები გაჩნდა, სადაც წერია ვის რამდენს უხდის სახელმწიფო: სოციალური შემწერობა-60 ლარი, დევნილის დახმარება-45,პენსია-350, ხოლო პარლამენტარის ხელფასი 11 ათასზე ლარზე მეტი.
ლიბერთი ბანკის ბანკომატთან უამრავი ადამიანი იდგა, მათ შორის ისინიც, ვისთანაც ყველაზე ნაკლებად მიგვიწვდება ხმა, გადავწყვიტეთ, რომ მათთვის ყველაზე ადვილი ხმის მიწვდენა იქნებოდა ზუსტად იმით, რომ ბანკომატებზე და ფეიბოქსებზე, რომლებსაც ისინი ყველაზე ხშირად იყენებენ, გაგვეკრა რაიმე სახის ინფორმაცია. რა იქნებოდა ეს ინფორმაცია, თუ არა ის, რამხელა სხვაობაა მაგალითად პარლამენტარის ხელფასსა და პენსიას შორის. ზუსტად ეს ინფორმაციაა დაბეჭდილი ამ სტიკერებზეც“,- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ ეს საპროტესტო კამპანია დედაქალაქის მასშტაბით ისევ გაგრძელდეს.