სკანდალი: მიაქირავა თუ უსასყიდლოდ მისცა მაყვალა გონაშვილმა შვილს კავშირის კუთვნილი ფართი?

12.05.25 17:46
სკანდალი: მიაქირავა თუ უსასყიდლოდ მისცა მაყვალა გონაშვილმა შვილს კავშირის კუთვნილი ფართი?

ფრჩიხილების მოვლა, სოლარიუმი, ეპილაცია - მწერალთა კავშირის საკუთრებაში არსებულ შენობაში სილამაზი სალონია მოწყობილი. "პირველებმა" გაარკვია, რომ სალონი კავშირის თავმჯდომარის შვილს - მარეხი კეზუას ეკუთვნის. 

რეესტრის მონაცემებით ჩანს, რომ "ნეილ არტის" 50% იანი წილის მფლობელი სწორედ ის არის, თუმცა არ ჩანს ქირავნობის ხელშეკრულება. გაუგებარია, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, მაყვალა გონაშვილის შვილმა ეს ფართი იქირავა თუ დედამ უსასყიდლოდ დაუთმო. 

მაჩაბელის 1 ნომერში, თუ სხვა ფართების შემთხვევაში, საჯარო რეესტრში არენდის ხელშეკრულებები იძებნება, სალონის შემთხვევაში, ასეთი დოკუმენტაცი არ იძებნება. 

კეზუას "პირველებთან" საუბარი არ სურს. ზარებს არ პასუხობს არც მაყვალა გონაშვილი.  

მწერალთა კავშირის ფართები ან გაყიდულია ან გაქირავებულია. თემაზე ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება შაბათის ეთერმა მოამზადა, სადაც ჩანს ობიექტები, რომლებიც გაიყიდა და არავინ იცის, როგორ განაწილდა ეს თანხები.

მწერლებს, რომლებიც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან, აინტერესებთ, სად მიდის აღნიშნული თანხები. "პირველებთან" საუბარში მწერლები ამბობენ, რომ ყველაფერს თავად მაყვალა გონაშვილი განკარგავს.

ვაჟა ჩოდრელი იხსენებს, რომ გონაშილის ხელმოწერით, წლების წინ, მაჩებლის 1 ნომერში მდებარე ერთ-ერთი ფართი მის გამომცემლობას უნდა გადასცემოდა, თუმცა შემდეგ გონაშვილისგან უარი მიიღო.

კავშირი იქცა „ბალაგანად“. ეს კავშირი არ არის. თუ თავის შილს მისცა და მისცემდა, რა შეუშლიდა ხელს, მაგას ყველა უფლებები აქვს თავის თავზე აღებული. რომ ჩამოწიკწიკებს ეს მთავრობა ამდენი ათასი ხელფასი აქვს, ამდენი მაქვს, ჩვენ რა დავაშავეთ? მწერლები ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. პენსიიდან ვიხდი, რომ გამოვცე ჟურნალი. ვშიმშილობთ მწერლობა და მოგვეცით ეს ფული!. არა, თვითონ ხომ ირებენ ხელფასებს?, - ამბობს ვაჟა ჩოდრელი. 

იმ დროს, როდესაც მწერალთა კავშირის კუთვნილი შენობები გაქირავებულია, თავად მწერალტა კავშირი დევნილტა საცხოვრებელშია განთავსებული. "პირველები" დღეს მაყვალა გონაშვილტან სასაუბროდ აქაც ივიდა, ტუმცა ადგილზე არავინ დახვდა.  

მსგავსი სიახლეები