ვინ გააძვირა პროდუქტი? - მთავარი დამნაშავის გამოსახულებით მაღაზიების დახლებზე სტიკერები გამოჩნდა
"ეს მე გავაძვირე" - სტიკერი ბიძინა ივანიშვილის ფოტოთი დილიდან სუპერმარკეტებში შესულ მომხმარებლებს ასობით პროდუქტზე დახვდა. მძიმე რეალობის ამსახველი წარწერები თბილისის სუპერმარკეტებში გამოჩნდა. ამით ახალგაზრდებმა ხალხს აჩვენეს რეალობა, თუ ვინ არის პროდუქტების გაძვირებაზე პასუხისმგებელი.
კობახიძის მინისტრები ეკონომიკური წინსვლით ამაყობენ. არადა, ამ წინსვლას ხალხი საკუთარ თავზე ვერ გრძნობს. ძვირი პროდუქტები ადამიანებისთვის დაუძლეველ პრობლემად იქცა. პროტესტი არ არის მხოლოდ თბილისში, პროტესტია რეგიონებში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა სტიკერები გადახდის აპარატებზე და ლიბერთი ბანკის ბანკომატებზე დააკრეს, დეპუტატის ხელფასი 11 000 ლარი, სოციალური შემწეობა 60 ლარი, დევნილის დახმარება 45, პენსია კი 350 ლარია.
"ქართული ოცნება" გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, მაშინ ჩნდება კითხვა, აისახება თუ არა ეკონომიკური ზრდა რიგით მოქალაქეებზე? სუპერმარკეტების დახლებზე ფასებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ არა.
პროტესტი გაძვირებულ ფასებს - დეტალები ანა მდივანის რეპორტაჟში ნახეთ.