,,ფორმულასთვის" ყადაღის დადების მოთხოვნა სასამართლოში არ წარმოდგენილა - თბილისის საქალაქო სასამართლო

30.09.21 18:53
,,ფორმულასთვის" ყადაღის დადების მოთხოვნა სასამართლოში არ წარმოდგენილა - თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია ,,ფორმულასთვის" ყადაღის დადების თაობაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყადაღის დადების თაობაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შესაბამება, რადგან აღნიშნული მოთხოვნა მათთან არ შემოსულა.

მედია საშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია ,,ფორმულას’’  სასამართლოს მიერ  ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა -  ნათქვამია განცხადებაში.

 საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. ბურჭულაძის უწყება ტელეკომპანია ,,ფორმულას" მფლობელისგან მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.