"თავისუფლება მზიას" - რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეკრებილი ჟურნალისტები მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ულოცავენ

12.05.25 20:43
"თავისუფლება მზიას" - რუსთავის ქალთა კოლონიასთან შეკრებილი ჟურნალისტები მზია ამაღლობელს დაბადების დღეს ულოცავენ

"თავისუფლება მზიას" - რუსთავის ქალთა კოლონიასთან ჟურნალისტები შეიკრიბნენ და გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორს დაბადების დღე მიულოცეს. 

"თავისუფლება სინდისის პატიმრებს", "ცეცხლი ოლიგარქიას" - სკანდირებდნენ ადგილზე შეკრებილი ჟურნალისტები, რომლებიც ოთხ კედელში გამოკეტილ მედიამენეჯერს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. 

ამასთან, ჟურნალისტებმა ფრანები გაუშვეს, წარწერით - "თავისუფლება მზიას".

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაცვის მხარე, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქმის მასალებს იცნობს, ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ გამოკეტილი ციხეში. 

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები