"გამოგვედევნენ, გვირტყამდნენ ფეხებით თავსა და სხეულის სხვა ნაწილებში, ერთ-ერთი ჩვენგანი კლდიდან გადავარდა" - თბილისში, 2 უცხოელ გოგოს თავს დაესხნენ
თბილისში, ორ უცხოელ გოგოს თავს დაესხნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაშავებული სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ის "ინსტაგრამზე" წერს, მეგობრებთან ერთად ლისის ტბიდან სოფელ დიღმისკენ მიდიოდა, რა დროსაც უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზიანებები თავისა და სხეულის არეში მიაყენეს.
"ერთ-ერთი ჩვენგანი კლდიდან გადავარდა... ჩვენ ამოვიცანით თავდამსხმელები მანქანების ნომრებით. პოლიციას ისინი იდენტიფიცირებული ჰყავთ" - წერს მოქალაქე.
- შემთხვევა 7 მაისს მოხდა.
საცხოვრებელ კორპუსებს თითქმის მივუახლოვდით, როდესაც სამი კაცი დაგვესხა თავს. თავდამსხმელების თქმით, მათი მოტივი შემდეგი იყო: ეგონათ, რომ სამალავიდან ნარკოტიკები გვქონდა, რომელთა გამოყენებაც შეეძლოთ. ამას მოჰყვა ჩვენი ცხოვრების ყველაზე საშინელი 15 წუთი. გამოგვედევნენ, გვირტყამდნენ ფეხებით თავსა და სხეულის სხვა ნაწილებში. ერთ-ერთი ჩვენგანი კლდიდან გადავარდა... ჩვენ ამოვიცანით თავდამსხმელები მანქანების ნომრებით - პოლიციას ისინი იდენტიფიცირებული ჰყავთ", - წერს ერთ-ერთი დაშავებული.