თეა წულუკიანი სასამართლოს ემალება

12.05.25 21:01
თეა წულუკიანი სასამართლოს ემალება

თეა წულუკიანი მართლმსაჯულებას ემალება. მის გამოკითხვას ამჯერად ზურაბ ჯაფარიძე და მისი ადვოკატი ითხოვენ. "ოცნების" ლიდერის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის წინააღმდეგ საქმე აღძრა და მას ბრალი წაუყენა. ახლა ჯერი ე.წ. კომისიის თავმჯდომარეზეა. ის ვალდებულია, პასუხი გასცეს კითხვას: ხომ არ ჰქონდა ოპონენტის კომისიაზე დაბარებას პოლიტიკური სარჩული?

ეს წულუკიანის გამოკითხვის არც პირველი მცდელობაა და არც უკანასკნელი. ჯერ არალეგიტიმურ პარლამენტს, შემდეგ კი სასამართლოს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებმაც მიმართეს, თუმცა პასუხი ვერც მათ მიიღეს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც იდენტური იყო.

კოალიციაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ფორმით წულუკიანი პოლიტიკურ ოპონენტებზე შურისძიებას ცდილობს. ოპოზიციის პასუხი ბრძოლის გაგრძელებაა, რის გამოც საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არალეგიტიმურ საგამოძიებო კომისიაზე უსაფუძვლოდ არავის იბარებენ და თუკი წულუკიანი გადაწყვეტს, მის წინაშე გამოცხადება აუცილებელია.  

დეტალები ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები