ანი ქავთარაძესა და თორნიკე სხვიტარიძეს მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ბრალდებით ასამართლებენ - სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

13.05.25 11:43
ანი ქავთარაძესა და თორნიკე სხვიტარიძეს მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ბრალდებით ასამართლებენ - სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძისა და "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ანი ქავთარაძის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე იხილავს.

  • პოლიტიკოსსა და ახალგაზრდა აქტივისტს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას და მისთვის "მონის" დაძახებას ედავებიან. 

დღეს, მათ წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მისაცემად ოთხი დეტექტივ-გამომძიებელი მოწმის სტატუსით წარდგება, მათ შორის ერთ-ერთი პატაკის შემდგენი პოლიციელია. 

  • ამ დროისთვის უცნობია, მოითხოვს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული სახდელის სახით მათთვის პატიმრობის შეფარდებას. 

ანი ქავთარაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ  შუამდგომლობა დააყენეს მირიან ქავთარაძის გამოკითხვასთან დაკავშირებით, პოლიციელი, რომელიც ირწმუნება, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, სასამართლოში არ გამოჩენილა.

მისივე თქმით, პოლიციელების შედგენილი ოქმები აბსურდულია - "თავი გამოიდეს და თავიანთ უფროსს იცავენ".

წინა სასამართლო სხდომაზე ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ თავად ე.წ. დაზარალებული მირიან ქავთარაძე იქნას გამოძახებული მოწმის სტატუსით იმისთვის, რომ თავად თქვას, რა ნაწილში ჩათვალა თავი შეურაცხყოფილად. გარდა ამისა დღეს უნდა ვნახოთ ოთხი დეტექტივ- გამომძიებელი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ანა ყურაშვილის და მირანდა ბაღათურიას პროცესებზე, რომლებსაც მაღალი მორალური ღირებულები არ გააჩნიათ შესაბამისად, რამე განსაკუთრებული მოლოდინი მათთან დაკავშირებით არ მაქვს. ძალიან აბსურდულია მათი ოქმები, რომ ნახოთ, სადაც წერენ, რომ მირიან ქავთარაძეს უწოდებენ მონას და მოიხსენიებდნენ ქავთარაძეების გვარის სირცხვილად. ეს მათ ჩათვალეს შეურაცხყოფად და თავი გამოიდეს ასე ვთქვათ და თავიანთ უფროსს იცავენ. ეს ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს აქტიური ადამიანების, პოლიტიკოსების აქტივისტების დაშინება", - ამბობს ანი ქავთარაძე.

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, თენგო თევზაძის თქმით, ოქმის შემდგენი პოლიციელი ჯაფარიძე არის "ცრუ მოწმე", რადგან თორნიკე სხვიტარიძე საკუთარი ძმის სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა მაშინ, როცა მირიან ქავთარაძემ სასამართლო დარბაზი დატოვა და ის არანაირ კომუნიკაცია არ შესულა მირიან ქავთარაძესთან. 

მირიან ქავთარაძე უნდა გამოცხადდეს პროცესზე იმისთვის, რომ გავიგოთ მისთვის აღქმის დონეზე ის, რომ ქავთარაძეებში არის ბოლო, თუ ბოლოდან მეორე, არის თუ არა შეურაცხყოფა. შეიძლება არ თვლის ეს ადამიანი შეურაცხყოფად. საქმიდან გადმომდინარე გამოგონილი ბრალია და შურისძიებაა. თორნიკე სხვიტარიძე ვერანაირად ვერ შევიდოდა კომუნიკაციაში. პოლიციელი ჯაფარაძის პატაკი არის ცრუ, ვინაიდან თორნიკე სხვიტარიძე იმყოფებოდა მისი ძმის პროცესზე, ხოლო ჯაფარიძე ამბობს, რომ ის გარეთ დამხვდაო, რაც გამორიცხულია. ათეულით ადამიანია მოწმე და ვიდეო- ფოტო გადაღება მიმდინარეობდა, სადაც საკუთარი ძმის პროცეს ესწრებოდა. თორნიკე სხვიტარიძე მას გარეთ ვერ დახვდებოდა ეს არის შურისძიება, ეს არის ცრუ ჩვენება და ის, რომ შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას და ყველას ვინც ამ პროცესში იღებს მონაწილეობს", - ამბობს ადვოკატი, თენგო თევზაძე 

შეგახსენებთ, 1 მაისს, ამავე საქმეზე ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურებისთვის, მირანდა ბაღათურიასთვის და ანა ყურაშვილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. 

მსგავსი სიახლეები