18 წლის ბიჭის მკვლელობა "რატის ბარში" - ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

13.05.25 15:02
18 წლის ბიჭის მკვლელობა "რატის ბარში" - ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

18 წლის ბიჭის მკვლელობა "რატის ბარში" - ბრალდებულებს, ივანი გიგლემიანს და რატი პაკელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

  • პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

დღეს 49 წლის ბრალდებულს სასამართლოზე დუმილი არ დაურღვევია. ჩვენების მიცემაზე უარი თქვა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულმა, რატი პაკელიანმაც. 

დაკავებულების წინააღმდეგ, მკვლელობის საქმეში არაერთი ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, მათ შორის ტაქსის მძღოლის ჩვენებაც, რომელმაც მომხდარის შემდეგ ადგილიდან ბრალდებული მეორე ლოკაციაზე გადაიყვანა. ასევე არსებობს ადგილზე მყოფი არაერთი თვითმხილველის, მოწმის ჩვენება.

განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებული ივანე გიგლემიანის ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე ამტკიცებს, რომ საქმეში დანა საერთოდ არ ფიგურირებს და გამოძიებას არანაირი ცივი იარაღი არ აქვს ამოღებული.

ბრალდების მხარე აჟღერებს არაერთ არასწორ ინფორმაციას. დანა საერთოდ არ ფიგურირებს საქმეში. არ არის ამოღებული არანაირი ცივი იარაღი და საერთოდ არანაირი იარაღი. კონფლიქტის მიზეზთან და სხვა გარემოებთან დაკავშირებით შემდგომ ვისაუბრებთ, ალბათ...". - განაცხადა ადვოკატმა. 

მკვლელობაში ბრალდებულ ივანი გიგლემიანს უვადო პატმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, მან 18 წლის ალეკო შაკიაშვილს ბარის საპირფარეშოში ყელი გამოჭრა და ტერიტორიიდან გაიქცა.

ცნობისთვის, მკვლელობა ღამის კლუბში 11 მაისს, გამთენიას მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციას მოკლული ახალგაზრდა კლუბის გარე ტერიტორიაზე დანით მიყენებული ჭრილობებით დახვდა. ალეკო შაკიაშვილი კიბეებზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. დაჭრილი ახალგაზდა სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.  

მომხდარზე შსს-მ ორი პირი დააკავა. ივანე გიგლემიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რატი პაკელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები