“თავისუფლების ხმა ციხიდან” - გლდანის ციხესთან გაზეთის პირველი ნომრის პრეზენტაცია მიმდინარეობს
“თავისუფლების ხმა ციხიდან” - ამ სახელწოდებით გაზეთის პირველი ნომრის პრეზენტაცია, ამ წუთებში სიმბოლურად გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან, როგორც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ასევე გაზეთის შექმნის იდეის ავტორები.
პირველ ნომერში 18 პოლიტპატიმრის წერილია გამოქვეყნებული, სადაც პატიმრები იმ ადამიანებს, ვინც უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან, მადლობას უხდიან.
გაზეთი მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. გამოიცემა ელექტრონული ვერსიაც და მასზე ხელმისაწვდომობა ემიგრანტებსაც ექნებათ.
გაზეთის შექმნის იდეა უკავშირდება იმას, რომ უკანონოდ დაკავებული რეჟიმის ტყვეების სათქმელი საზოგადოებაში იქნეს გაჟღერებული.
ეს არის კიდევ ერთი დამატებით ინფორმაციის წყარო, სადაც შესაძლებელია, რომ პატიმრებმა თავისი აზრი და გულის ტკივილი გამოხატონ და საზოგადოებას აქვს საშუალება კიდევ, რაღაც ინფორმაცია ჩვენი პატიმრების და ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების შეახებ კიდე გაიგოს", - ამბობს ვეფვია კასრაძის მეუღლე.